Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არსებობს თუ არა ქვეყანაში პანიკის საფუძველი?-რას ამბობენ ხელისუფლებაში ვირუსის გახშირებულ შემთხვევებზე?

თარიღი : 22-11-2022, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს და მსგავსი სტატისტიკა წინა წლების შემთხვევაშიც იყო.

"დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია წელს გასული წლებისგან არ განსხვავდება. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებულია რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ 5%-შია გრიპის ვირუსი. თუ ბავშვს სიცხე აქვს, მშობელმა ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია და ბინაზე მართოს. ვირუსები უფრო მეტად საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც თანხმლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. თავის დაცვისთვის ხელის ჰიგიენა და დისტანცია აუცილებელია. თუ ბავშვი ავადაა, სკოლაში არ უნდა გავუშვათ. განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს." - ამბობს თამარ გაბუნია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა და დააფიქსირა, რომ პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამცველობითი უნარი ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ მოლოდინი, რომ შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს."- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

რამდენიმე დღის წინ ამავე თემაზე ვესაუბრეთ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძესაც, რომელმაც განგვიცხადა, რომ დღეში, საშუალოდ, გადაუდებელი დახმარების ცენტრს 50-55 პაციენტი მიმართავს.

"მომართვიანობა გაზრდილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კიდევ უფრო მეტია წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც ბრონქიოლიტის დიაგნოზი აქვთ. მას შემდეგ, რაც სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა, მომართვიანობაც გაიზარდა. ახალი და განსაკუთრებული არაფერია, სეზონური ვირუსები, რომლებიც ადრე ცირკულირებდა, ახლაც იგივეა. მაგალითად: რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსიც უკვე გამოჩნდება. რასაკვირველია, კორონვირუსული ინფექცია ისევ არსებობს. ყველა რესპირატორულ ინფექციას ერთნაირი სიმპტომები აქვს, ამიტომაც გარჩევა, ტესტის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია,”- გვითხრა მაია ჩხაიძემ.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
პაატა იმნაძე, პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ხელის ხშირ დაბანვასა და აცრების ჩატარება ურჩევს.

ამინდი