Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ამბობს პედიატრი ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით?

თარიღი : 22-11-2022, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყანაში ბოლო კვირებია, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი სისუსტე აღენიშნებათ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბავშვთა ასაკშია, როცა მშობლები გაზრდილი შემთხვევების გამო, პედიატრს ვერ უკავშირდებიან და სასწრაფო დახმარებასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან. გამოხატავენ ეჭვს იმასთან დაკავშირებითაც, ხომ არ არის მიმდინარე ვირუსი კორონავირუსის სახეშეცვლილი ვარიანტი.

რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა საქართველოში და როგორია ეპიდსიტუაცია წინა წლებთან შედარებით, საკითხზე Mshoblebi.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს დაუკავშირდა:

- ზამთრის სეზონზე ამჟამად ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი და ბოლო 5-6 კვირაა ცირკულირებს. ეს ერთ-ერთი სეზონური ვირუსია, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს და ახასიათებს ცხელება, სურდო, ყელის ტკივილი, გრძელდება 5-8 დღის განმავლობაში და ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებით მთავრდება. ძალიან იშვიათად, ძირითადად მცირე ასაკის ბავშვებში, შეიძლება 1-2%-ს ჰოსპიტალური მართვა დასჭირდეს. დანარჩენ შემთხვევებში, დაავადება სიმპტომურად იმართება, ექიმის მიერ დანიშნული სიცხის დამწევებით, სითხის ადექვატური რაოდენობის მიღებით და იმ პირობების შექმნით, რომელსაც, როგორც წესი, ასეთ დროს პაციენტს ვუქმნით ხოლმე.

მნიშვნელოვანია ოთახის განიავება, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ. ავადმყოფი აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში და ასევე, მოვერიდოთ მასთან სტუმრობას. ჯერჯერობით, შემთხვევების რაოდენობა გამოხატულად მომატებული არ არის. მსგავსი მატებები ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვქონია. გასული ორი წლის განმავლობაში, კორონავირუსის ფონზე, მსგავსი სეზონური ინფექციები შედარებით ნაკლები იყო. თუ მანამდე პერიოდს გავიხსენებთ, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი საკმაოდ აქტიურიად ცირკულირებდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში. მეორე საკითხია გრიპი და მისი გავრცელება - საქართველოში გრიპის ვირუსმაც დაიწყო ცირკულაცია და ნელ-ნელა, სავარაუდოდ, ეს შემთხვევებიც მოიმატებს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტაროთ. თვის ბოლომდე ვაქცინაცია ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და უფასოა. ეს არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად გრიპის ვირუსისგან იცავს. თუმცა, არ იცავს რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსისგან, პარაგრიპისგან, სხვა კორონავირუსებისგან, რინოვირუსისგან და სხვა ვირუსებისგან, რომლებიც ამ სეზონზე ვრცელდება ხოლმე,”-ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

იგი მშობლებს მოუწოდებს, რომ, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისი რეკომენდაციით გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა სასწრაფო დახმარების გამოძახება:

"მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს, პედიატრს. სასწრაფო დახმარების გამოძახების საჭიროება არის თუ არა, სწორედ ამ ექიმმა უნდა განსაზღვროს. გარდა ამისა, ოჯახის ექიმის გამოძახება ბინაზეცაა შესაძლებელი. თუ მშობელი ატყობს, რომ ბავშვი არის ავად, ეწყება ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, აუცილებლად დატოვონ სახლში და ნუ გაუშვებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაღებსა და სკოლებში. დააკვირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაუკავშირდნენ უბნის ექიმებს და სასწრაფო დახმარება გამოიძახონ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ულურჯდება ცხვირ-ტუჩის მიდამო, ან ისეთი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელსაც მშობელი დამწევი საშუალებებით ვერ ერევა და უკონტროლოა." - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილია.

მას ასევე ვთხოვეთ, შეეფასებინა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ჰონგ-კონგის შტამი ცირკულირებს:

"არანაირი ჰონგ-კონგის შტამი არ არის გავრცელებული. ახლა ქვეყანაში A გრიპის სეზონური ვარიანტები - H1 და H3 ცირკულირებს. რომელი გახდება დომინანტური, ამას უნდა დავაკვირდეთ,”- ამბობს ხათუნა ზახაშვილი.


ნანახია: 131-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,

ამინდი