Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შემთხვევაში ვერ გაუწევს კლინიკა პაციენტს რეანიმაციულ მომსახურებას?

თარიღი : 21-11-2022, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავადმყოფოებს რეანიმაციული მომსახურების გასაწევად პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დაამტკიცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

“სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ,”-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკის მენეჯერის, შალვა ბიჭიაშვილის ინფორმაციით, განყოფილება თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტის

ამინდი