Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დაიხარჯება ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი?

თარიღი : 21-11-2022, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულო 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. არსებული პროექტით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 63452,0 ათას ლარს შეადგენს.

2022 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2023 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 4907,0 ათასი ლარით იზრდება.

პრიორიტეტების მიხედვით, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია:

ინფრასტრუქტურის განვითარება - 11805,0 ათასი ლარი; მათ შორის:

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება - 1295,0 ათასი ლარი;

გარე განათება - 3950,0 ათასი ლარი;

მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია - 150,0 ათასი ლარი;

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაცია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 480,0 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა- პატრონობა.

“თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი აქტიურად ეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და ქმნის ხელსაყრელ პირობებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის,”-ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

2023 წლის ბიუჯეტით კეთილმოწყობის ღონისძიებებზე 1630,0 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია ქალაქში მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; ქალაქის მიმზიდველობის გაზრდისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სხვადასხვა ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით; ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ისეთი სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ბიუჯეტში ასახვა ვერ მოხდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში 3 700,0 ლარია გათვალისწინებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ბიუჯეტი 8454,0 ათასი ლარით განისაზღვრა; მათ შორის:ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანა - 7458,0 ათასი ლარი.

“პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და გატანა, ქუჩების მორწყვა– მორეცხვა, დეზინფექცია და დერატიზაცია, უპატრონო ცხოველების სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანა და მოვლა,”-ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ქალაქის გამწვანების მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 996,0 ათასი ლარია გათვალისწინებული.

16653,0 ათასი ლარი განათლების სფეროს დაფინანსებაზე დაიხარჯება, მათ შორის:

სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება - 16400,0 ათასი ლარი;

განათლების ღონისძიებები - 253,0 ათასი ლარი.

“პროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას, მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ქუთაისის განათლების სფეროს წარმომადგენელთა წახალისებასა და მოსწავლეთა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობას,”-აცხადებენ მერიაში.

2023 წლის ბიუჯეტით კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 20303,6 ათასი ლარით დაფინანსდება, მათ შორის:

სპორტის სფეროს განვითარება - 9588,3 ათასი ლარი,

“სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენების წახალისება.

კულტურის სფეროს განვითარება - 10415,3 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. ასევე, მოხდეს ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლისა და კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა.

ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 300,0 ათასი ლარი.

ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებითა და ინიციატივების მხარდაჭერის გზით. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება,”-ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს მომავალი წლის ბიუჯეტი 7772,0 ათასი ლარით არის განსაზღვრული, მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვა - 2251,0 ათასი ლარი.

“პროგრამის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების დროულად გამოსავლენად, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა,”-ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

5521,0 ათასი ლარი დაიხარჯება
სოციალურ უზრუნველყოფაზე.

“პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული 0-18 წლამდე ასაკის პირთა თანადგომა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/ თანადაფინანსება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფას,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის

ამინდი