Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას უკავშირდება და საიდან მოდის ტერმინი ‘შავი პარასკევი’?

თარიღი : 21-11-2022, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"შავი პარასკევი" ტერმინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის.  ნოემბრის მეოთხე პარასკევი აშშ-სა და უკვე მთელ მსოფლიოში წლის ყველაზე ხმაურიანი და აქტიური სავაჭრო დღეა. ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო პარასკევს მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებს თითქმის ყველა სახის პროდუქტზე აწესებენ და მომხმარებლებს  ეფექტური შემოთავაზებებით იზიდავენ. 

"შავი პარასკევის" ათვლა 23 ნოემბრიდან იწყება და 29 ნოემბრამდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღე გვაშორებს "შავი პარასკევის" დაწყებამდე, გარკვეულმა ბრენდებმა უკვე დაიწყეს ფასდაკლებების სერია. ეს კი მომხმარებელს უფრო მეტ საშუალებას აძლევს, შეარჩიოს და შეიძინოს მათთვის სასურველი ნივთები. 

ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა და ცოტამ თუ იცის რატომ გახდა ნოემბრის ბოლოს პარასკევი გრანდიოზული ფასდაკლებების თარიღი და ზოგადად, საიდან მოდის ტერმინი "შავი პარასკევი"?!

სხვადასხვა დასავლური მედიაგამოცემა წერს, რომ ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს რის შედეგადაც " შავი პარასკევი" სავაჭრო დღესასწაულად იქცა.

როგორც დასავლური მედია ირწმუნება, ტერმინი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა. მაშინ მაღაზიებში საბუღალტრო საქმეები ხელით იწერებოდა, წითელი მელნით ზარალს აღნიშნავდნენ, შავით კი მოგებას, შესაბამისად, მადლიერების დღის მეორე დღიდან, როცა ადამიანები შობისთვის მზადებას აქტიურად იწყებდნენ, მაღაზიები წითელიდან  შავში ზონაში გადადიოდნენ.


მეორე ვერსიით, "შავი პარასკევი", როგორც ტერმინი, 1869 წლიდან მოდის. უოლ სტრიტის ორმა ფინანსისტმა, ჯიმ ფისკმა "ბროდვეის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა" და ჯეი გულდმა Western Union-ის ყოფილმა მფლობელმა, გადაწყვიტეს შეეძინათ მთელი ოქრო საფონდო ბირჟებზე, რათა მოგვიანებით, როცა ის გაიყიდებოდა, სარფიანად გაეყიდათ  და მიიეღოთ ჭარბი  მოგება. მაგრამ მათი გეგმა გამჟღავნდა, როდესაც ოქროს ფასმა პიკს მიაღწია, პრეზიდენტმა ულისეს გრანტმა ბრძანა სახელმწიფოს ოქროს მნიშვნელოვანი ნაწილის აუქციონზე გატანა. ბაზარი დაიშალა, ბევრი საფონდო გამყიდველი გაკოტრდა, მათ შორის ჯეიმს ფისკი, ხოლო გულდს გაუმართლა- მან მოახერხა თავისი ოქროს გაყიდვა. სწორედ ამიტომ დამარცხებულმა გამყიდველმა მოიფიქრა ფასდაკლებები და გამოიმუშავა მილიონები.

ამასთან, კიდევ ერთი აქტუალური ფაქტორია ის, რომ წარსულში, მაღაზიების უმეტესობა იცავდა დაუწერელ წესს, რომ სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი მადლიერების დღის შემდეგ არ იწყებოდა, ამიტომ არცერთი მაღაზია არ აკეთებდა რეკლამას სადღესასწაულო გაყიდვებზე.

შავი პარასკევი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მადლიერების დღესთან. დღესასწაულს, უმეტესად, შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება. მადლიერების დღე კანადაში აღინიშნება ოქტომბრის მეორე ორშაბათს, ხოლო შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

აშშ-ი ეს არის სახალხო დღესასწაული და ოფიციალური დასვენების დღე. სწორედ ამიტომ, არავის ჰქონდა სურვილი, რომ სამსახურში წასულიყო და მიზეზად ავადმყოფობა მოიგონეს. იმავე დღეს დაიწყო საშობაო გაყიდვები და ბევრმა ამერიკელმა ამჯობინა იმ დღის საყიდლებზე გატარება.

ამავე ვერსიის თანახმად, 1966 წელს აშშ-ს პოლიციამ ამ დღეს შავი უწოდა, რადგან ხალხი და მანქანები ივსება ქუჩებში და მათ კონტროლის გამკაცრება უწევთ.


ნანახია: 154-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
წულაია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს დაინტერესდეს აღნიშნულით, რადგან მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტიდან

ამინდი