Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ექიმისთვის - 7 ლარი, ექთნისთვის - 4.4 ლარი საათში-სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდება

თარიღი : 21-11-2022, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარი დაწესდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მინიმალური ხელფასი ჯერჯერობით მხოლოდ სტაციონარში მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესდება.

„მინიმალური ხელფასის პოლიტიკა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ექთნებისა და ექიმებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, რაც მათთვის ღირსეული ანაზღაურების საფუძველი იქნება, ასევე ეს იძლევა სამუშაოს შესრულების მოტივაციის და შრომითი დაცულობის გარანტიას“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც პრეზენტაციიდან ირკვევა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან კლინიკებს უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არანაკლებ შემდეგი ოდენობებისა:

ექიმისთვის - 7 ლარი საათში;
ექთნისთვის - 4.4 ლარი საათში.

ცნობისთვის, მიმდინარე ზაფხულში ახალი სახელფასო სისტემა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს, საპილოტე რეჟიმში დაინერგა.

შედეგად, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, ექიმის მინიმალური ანაზღაურება შეადგენს საათში 9 ლარს, რაც ყოველთვიურად 1 620 ლარია. უმცროსი ექიმის ანაზღაურება, საათების მიხედვით, 6 ლარია, თვეში კი - 1 080 ლარი; ექთნის - საათში 5,75, თვიურად 1035 ლარი; ექთნის დამხმარის - 3 ლარია, თვეში - 540 ლარი. სანიტრის შემთხვევაში კი ეს თანხა საათში 2,80-ია, შესაბამისად, ყოველთვიურად - 504 ლარი.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებოდათ ვალდებულება - ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დაეწესებინათ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს.


ნანახია: 193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომაზე განაცხადა,
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების

ამინდი