Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეუფე იოანემ წყალტუბოს სოფელში საკვირაო სკოლა გახსნა

თარიღი : 21-11-2022, 11:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში საკვირაო სკოლა გახსნა.

როგორც ცნობილია, სკოლაში ბავშვები წმინდა წერილსა და საღვთო ლიტურგიას შეისწავლიან.

“მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით და დეკანოზი გიორგის (ხოჯავას) აქტიური ძალისხმევით, სოფელ ოფშკვითში გაიხსნა საკვირაო სკოლა,სადაც ისწავლება წმინდა წერილი, საღვთო ისტორია. ყურადღება ექცევა ბავშვებში სულიერების, სააზროვნო უნარებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების სწორ განვითარებას (ხატვა, სიმღერა).

სწავლა განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. სააღმზრდელო პროცესში მამა გიორგის ეხმარებიან მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები. მათთვის შექმნილია მდიდარი სასულიერო ლიტერატურის ბიბლიოთეკა,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს.
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.

ამინდი