Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისში სამეფო რეზიდენციის იატაკი დაზიანებულია, თითქმის სრულად განადგურებულია სახურავი და ჭერი, წვიმის დროს დარბაზიც წყლით ივსება”

თარიღი : 19-11-2022, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ოქროს ჩარდახი მძიმე მდგომარეობაშია. სამეფო რეზიდენციის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი გიორგი კილაძე ავრცელებს.

“სამეფო რეზიდენციის იატაკი დაზიანებულია, თითქმის სრულად განადგურებულია სახურავი და ჭერი, წვიმის დროს დარბაზიც წყლით ივსება.

2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია.

სამწუხაროა, მაგრამ დღეს ოქროს ჩარდახი იგივე ბედს იზიარებს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსი.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჭერის მთავარი საყრდენი, თითქმის გამოცლილია. თოვლის შემთხვევაში, არა მგონია გაუძლოს,”-ამბობს კილაძე.

ოქროს ჩარდახი DMO იმერეთის ბალანსზეა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარი დევიძის თქმით, სამეფო რეზიდენცია სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს, რისთვისაც თანხების გამოყოფა 2023 წლის ბიუჯეტში იგეგმება.


ნანახია: 214-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
პროექტის ფარგლებში იცვლება მუზეუმის სახურავი, იატაკი, ჭერი, ელექტრო გაყვანილობა. რეაბილიტაცია უტარდება აივნებს.
თეატრში, რომლის რეაბილიტაციაზეც 2 წლის წინ 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯა, დაზიანებულია კედლები, ჭერი, სცენა, კანალიზაცია და
ქუთაისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთელი დღის მანძილზე აღინიშნება.

ამინდი