Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ცდილობს რეალურად გელათის გადარჩენას?

თარიღი : 19-11-2022, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის გადარჩენისათვის ბრძოლაში ე.წ. რიონის ხეობის მცველების ჩართვას ეხმიანება.

ბარათაშვილი თვლის, რომ ე.წ. მცველები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

“ახლა გელათთან დაკავშირებით შიდა დინებები აირია. ხარაჩოზე წულუკიანის ჯგუფმა დიდი ხანია "მუშაობა" შეწყვიტა. საპატრიარქოს ხელთ არსებულ მძიმე დასკვნაზე ინფორმაციები მხოლოდ "მათთვის სანდო" კანტორების მეშვეობით ჟონავს.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობაზე იმთავითვე ზედმიწევნით კარგად უწყოდნენ, საპატრიარქო აქამდეც მხოლოდ ამიტომ დუმდა, რომ გელათის განადგურების ხარჯზე ხელისუფლების რეპუტაციას იყო გადაფარებული.

იმ საზიზღარ ექსპერიმენტებს, რამაც გააათკეცა ისედაც მძიმე სურათი- ამ დუმილით ახალისებდა.

წინ უმძიმესი დასკვნა უდევთ, თუმცა ხმამაღლა დღემდე არ საუბრობენ.

ჩვენთან კომუნიკაციას სულ გაურბოდნენ, მაღალი რანგის სასულიერო პირების ნაწილი ხელოვნურ აჟიოტაჟში გვადანაშაულებდა.

მახვილი თვალი უკვე შეამჩნევდა, რომ გარკვეულ ძალებს ახლა ე.წ. რიონის ხეობის მცველები შემოჰყავთ ამ ისედაც აბურდულ ისტორიაში.

ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამოაზრეები მღვდლებთან ერთად სალხინოს მონასტერში რომ ძალადობრივი წესრიგის დაამყარებაში და თბილისში ღარიბაშვილის მიერ წახალისებულ ჟურნალისტების დასჯის აქციაში (ლექსო ლაშქარავა რომ შეიწირა) იყვნენ წარმოდგენილი, მაშინაც თავზე გვემხობოდა გელათი და მთელი ამ ისტორიის მანძილზე სოლომონ პირველის ხატით ანტითუქრულ ისტერიაში ჩაბმული საზოგადოების ხმა იქ ნამდვილად არ გვესმოდა.

2 წლის განმავლობაში გელათში ეს ბიჭი არათუ მემკვიდრეობის გულშემატკივრის, მრევლის რანგშიც არ შეგვინიშნავს, არც შორიდან უთქვამს რაიმე, არადა მედია მხარდაჭერა დიდი ჰქონდა, არც არავინ აუკრძალავდა..

ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს და ძველი ამბები ცუდად ახსოვს, გელათის ქრონიკებს მიაქციოს ყურადღება, თუნდაც დღეიდან..

ყველაფერი ამბის და ფაქტების გაყალბებით იწყება რომ "აქამდე არ იღებდა ამაზე არავინ ხმას" და დანარჩენიც მალე გამოვა სამზეოზე,”-ამბობს ბარათაშვილი.


ნანახია: 212-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი