Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გაჩუმება არავის ეპატიება,’-ვარლამ გოლეთიანი გელათის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს

თარიღი : 19-11-2022, 15:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენისათვის ბრძოლაში მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ჩაერთო. მოძრაობის ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ ერთი კვირის წინ კულტურის სამინისტროს წერილით მიმართეს და იმ ორი დასკვნის გასაჯაროვება ითხოვეს, რომელიც საპატრიარქოს და სამინისტროს ეგიდით მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა დადეს. გოლეთიანის თქმით, დასკვნების შინაარსი კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროვება აუცილებელია, რათა საზოგადოებამ გელათში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება შეძლოს

გოლეთიანის მტკიცებით, ხელისუფლება გელათში დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობს და მდგომარეობა საგანგაშოა.

“აქ გაჩუმება და იმ როლში ჩადგომა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, არის დანაშაული. თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს და არავის ეპატიება მოუყრუოს ამ პროცესს,”-ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, თუ კულტურის სამინისტრო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და დასკვნების შინაარსს არ გაასაჯაროვებს, ორგანიზაციას აქციის ჩატარება მოუწევს.


ნანახია: 329-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი