Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დავალება მიცა შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელებს?

თარიღი : 19-11-2022, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

“მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ, ასევე საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ვახტანგ გომელაურმა შედეგიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ე.წ. რეიდების მიზანს დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს.

ამინდი