Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 10 მომავალ მასწავლებელს სტიპენდია დაენიშნა

თარიღი : 18-11-2022, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ​ფონდის ინიციატივით, სტუდენტური სტიპენდიების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე ხელშეკრულება გაფორმდა პედაგოგიური ფაკულტეტის ათ წარჩინებულ სტუდენტთან.

ფონდის სტიპენდიატები პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი ტყემალაძე, მარიამ გუბელაძე, ნანა მაჭარაძე, ანა ქარცივაძე, ნინო სირბილაძე, ქეთევან ცხადაძე, ლალი კოხრეიძე,მარიამ კუპატაძე, მაკა გაბიძაშვილი და თინიკო ბუჭუხიშვილი გახდნენ.

როგორც ფონდში აცხადებენ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.
პროექტის მთავარ მიზანს უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება წარმოადგენს.

ამინდი