Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლის მშენებლობის დროულად დასრულების მოთხოვნით, სოფელ გორდში მოსახლეობამ აქცია გამართა

თარიღი : 17-11-2022, 19:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის სოფელ გორდის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, ორი წელია სოფელი სკოლის გარეშეა დარჩენილი, მოსწავლეებს კი გაკვეთილები კერძო შენობებში, არასათანადო პირობებში უტარდებათ.

როგორც მოსახლეობა ამბობს დანგრევის პირას მყოფი სკოლის შენობის ნაცვლად, გორდში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, თუმცა სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. მოსახლეობა მშენებლობის პროცესის დროულად დასრულებას ითხოვს. 

მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. მათი თქმით, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა. მათივე თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება და შესაბამის ვადებში დამთავრდება.


ნანახია: 148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ გორდის სკოლა მცოცავ მიწაზე მდებარეობს, რის გამოც სკოლის შენობის კედლები დაბზარულია.
აღნიშნულ სოფელში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ

ამინდი