Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაპირისპირება ‘ნაციონალურ მოძრაობაში’-რა ხდება ოპოზიციურ პარტიაში?

თარიღი : 9-11-2022, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე, ითხოვს, პარტიაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ენმ-მ პარტიის თავმჯდომარე ხელახლა აირჩიოს. მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია. 

სკანდალური განცხადება ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან გააკეთა და თქვა, რომ პარტია ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. 

ნადირაძე ამბობს, რომ კონსულტაციები ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად გაიარა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ  პარტიის გასაძლიერებლად შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს.

“ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა დააფიქსირონ ღიად ეს აზრი“, – განაცხადა ნადირაძემ


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნარსიას თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში ყრილობაზე ქუთაისიდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა იქნება.
პარტიის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკრებულოს მხოლოდ ის შეუძლია საკუთარ
ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც 'ერთიან ნაციონალურ
აღნიშნული თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 'ნაციონალების' ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა

ამინდი