Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისის საკრებულოში ‘ნაციონალური მოძრაობის’ წევრებმა გაცდენების მიუხედავად, 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს”

თარიღი : 8-11-2022, 11:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ფლანგვის დეტექტორმა” 5 თვითმმართველ ქალაქში, 2022 წლის იანვარი-ივნისის თვეებში, საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი შეისწავლა.

ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება ამავე პარტიის წევრს, გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით კი კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1980 ლარს შეადგენს.

“გაცდენის მაჩვენებლების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო' სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ
ბოლო ერთი წლის განმავლობასი არცერთ სხდომებს არ დასწრებია დეპუტატები - მარიამ საჯაია და ნიკოლოზ ყიფშიძე.

ამინდი