Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელისო კილაძე პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს

თარიღი : 24-10-2022, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ჟურნალისტი ელისო კილაძე პარტიის შექმნას და პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს.

საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც cnews.ge-ზე გამოქვეყნდა.

_ 2024 წელი _ ეს არის თარიღი, როცა უკვე პოლიტიკაში აქტიურად შემოხვალთ?
_ ვფიქრობ, 2024 წელი არის თარიღი, როცა მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკაში ღიად და აქტიურად ჩავერთო.

_ დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება აჟიოტაჟი.
_ მარტივი რეცეპტი მაქვს ასეთი ადამიანებისთვის: სტაფილოს წვენიც შველის და ცივი წყალიც უფასოა. (იცინის)

_ ვინ იქნება თქვენს გუნდში, - ამ ეტაპზე თუ გაქვთ ამაზე კონსულტაციები?
_ არანაირი კონსულტაციები არ მაქვს, _ ძალიან რთული 10 წელი გავიარე „ქართული ოცნების“ პირობებში და არასდროს ვყოფილვარ, ჩემი მეგობრების გარდა, სხვა ადამიანების იმედად. არც პოლიტიკური აქტივისტებისა და არც პოლიტიკური პარტიების ლიდერების იმედი არ მქონია. მეტიც: როცა ჩემი შვილი  დაიჭირეს, ძალიან ცოტა პოლიტიკოსმა გააკეთა საჯარო განცხადება, ესენი იყვნენ: შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დათო კირკიტაძე და ნიკა მელია, სხვები არ ყოფილან. არც არასამთავრობო სექტორი, ელიტარული „კუტოკი“,ადამიანებთან კომუნიკაცია რომ შექმნეს _ იმათაც შერჩევითი პროტესტები აქვთ. სახალხო დამცველის გარდა, არავის გაუკეთებია განცხადება. მაშინ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო, რომელმაც საოცარი პოზიცია დაიჭირა, უპრინციპულესი, არ შეეგუა არავის დედამიწის ზურგზე. არავინ ყოფილა ჩემთან ერთად და ჩემ გვერდით, ამიტომ ზუსტად ვიცი, ომში ვისთან ერთად წავალ და ზუსტად ვიცი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში გამომყვებიან ბოლომდე და არ მიმატოვებენ.

_ იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები?
_ მათ შორის იქნებიან საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიც. პარტიის სახელი მოფიქრებული მაქვს  და თავის დროზე ვიტყვი; კონცეფციაც შევიმუშავე, მაგრამ ის, რომ ვიჯდე და დღე და ღამე ამაზე ვფიქრობდე, ასე არ არის. ეს გახლავთ ბუნებრივი პროცესი, რომელიც ლოგიკურად მივა თავის ფინალამდე. 2013 წლის გაზაფხული იყო, როცა ბრძოლა დავიწყე. „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ვიცნობდი, ყველასთან მქონდა პირადი კომუნიკაცია, მათ შორის, სატელეფონოც. ძალიან მარტივად შემეძლო მომეპოვებინა თანამდებობა, ბიზნესი, ფული, კეთილდღეობა და ა. შ. იცით, როგორ დავიწყე? _ ჩემთან მოვიდა რუსთავის მერის ძმა, ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც მითხრა, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაწყვიტა, მას 15 მილიონი დოლარი „აახიოს“. რა უნდა მექნა? უნდა ამერჩია ჩემი კეთილდღეობა და სიკეთეები, თუ ამ ადამიანს უნდა დავხმარებოდი? რასაკვირველია, უნდა დავხმარებოდი. ეს ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთი ამ ქვეყანაში, ის არის პრემიერი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე 19-ჯერ მახსენა. „რუსთავი 2-ც“ კი, რომელიც მაშინ იყო მთავარი ოპოზიციური არხი, ვერ ბედავდა შეკითხვის დასმას, პრესკონფერენციებზე მე არ მიშვებდნენ და  ჩემზე დაყრდნობით ნათია გოგსაძემ ჰკითხა ნაცვლიშვილის თემაზე.  მახსოვს ივანიშვილის ფრაზები: „ელისო კილაძემ რომ თქვა, ნაცვლიშვილი უნდა გადავაყენოთ, ამიტომ უნდა გადავაყენოთო?“  თუმცა მაინც გადააყენა და ახლა საერთოდ გაქცეულია ქვეყნიდან ნაცვლიშვილი. მე ყოველთვის გამოვდივარ არა ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან ან ინტერესებიდან, არამედ  იქიდან, თუ როგორ სჯობს ამ ქვეყნისთვის, თუნცდა იგივე „ქართული ოცნებისთვის“. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, ეს ფაქტები იყოს შემოწმებული და ამიტომ მოჰყვება ხოლმე ამ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება, რომ იქ არ დევს პირადი ინტერესი და მოგონილი ფაქტები, ზღაპრები. ვერ ვიქნები გელა ზედელაშვილი, რომელსაც მიუტანენ გამზადებულ ტექსტს და ის ტექსტი უნდა გამოაქვეყნოს თავისი სახელი და გვარით. ვერც ის ვიქნები, ვისაც ეტყვიან, ეს უნდა დაწეროს ან არ უნდა დაწეროს. ეს საკმაოდ რთული გზა იყო, არ იყო მარტივი და მაშინაც ვთქვი, რომ არ არსებობს ბუნებაში კომპრომატი, რომელიც უკან დამახევინებს და ჩემს პრინციპებზე უარს მათქმევინებს. ასე იქნება პოლტიკაშიც, _ არ არსებობს კომპრომატი, რომელიც შემაცვლევინებს ჩემს პოზიციას. რა თქმა უნდა, რაღაცები გამითვალისწინებია, ყოფილა შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, 2 თუ 3, როცა სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები ვარჩიე სკანდალს, რომელიც საკმაოდ დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ასე მივიჩნიე საჭიროდ და ყოველ ჯერზე ასე მოვიქცევი! როგორც კი ერთი მხრივ იქნება სახელმწიფო ინტერესი და მეორე მხრივ ჟურნალისტური სკანდალი, ყოველთვის ავირჩევ სახელმწიფო ინტერესებს, იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში, _ „ქართული ოცნება“ თუ ვინმე სხვა.

_ რეალურად, კარგ პოლიტიკოსსაც ეს სჭირდება, რომ პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს.
_ კარგ პოლიტიკოსს სჭირდება მარტივი რამ: არ უნდა დაექვემდებაროს შანტაჟს, არ უნდა იყოს კორუმპირებული და კომპრომეტირებული, არ უნდა წაუცდეს ხელი ისეთ ფულზე, რომელიც არ არის მისი და უნდა ჰქონდეს ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა. სინამდვილეში, პოლიტიკოსობა ძალიან მარტივია, უბრალოდ, ესენი ართულებენ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ. როცა მათ ვუყურებ, ყველა გამოსვლის მიღმა ვიცი, რა დევს, რომელი ხდება კომპრომატის გამო. ზოგჯერ წამიცდება ხელი, ვწერ და შემდეგ ვჯავრობ, რა გადაუღეს ასეთი. ასევე ჩანს ისიც, რომელია, მაგალითად, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მარტივია და ზედაპირზე დევს.

_ ფიქრობთ, რომ ის თვისებები, რაც ჩამოთვალეთ, გაქვთ?
_ მიმაჩნია, რომ ეს თვისებები, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი მაქვს. პოლიტიკოსისთვის არასაჭირო თვისებები უფრო ბევრი მაქვს, ვიდრე საჭირო, იმიტომ, რომ ძალიან იმპულსური ვარ, ფეთქებადი, არ მაქვს მოთმინების უნარი და არ ვიცი დათმობა. ეს არ არის ტრადიციული გაგებით პოლიტიკოსის თვისებები, მაგრამ როგორც ჟურნალისტიკაში დავარღვიე რაღაც სტანდარტები და იმ გზით წავედი, რა გზითაც წავედი და მოვედით აქამდე, ასევე მინდა, რომ პოლიტიკაშიც ეს სტანდარტები დავარღვიო. პოლიტიკისოს იმიჯი აუცილებლად პიჯაკით, ბაფთით და მაკიაჟით, - მინდა ესეც დავარღვიო. ადამიანური უნდა გახდეს პოლიტიკა. ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ყოველდღიურობაში და ასე უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსებიც, ჩარჩოების გარეშე.
 


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამბერკი დვალიშვილი 2012 წლის სექტემბრიდან პარტია 'ქართული ოცნების' წევრია. როგორც თავად ამბობს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას არ
ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ბოლო დროს ქვეყანაში და ქალაქში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ განცხადებას აქვეყნებს.
ელისო ჩაფიძის თქმით, არასოდეს აპირებს, რომ პარტია შეიცვალოს.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“

ამინდი