Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდებოდა და ხდება გიორგი გახარიას პარტიაში?-პარტიის წევრი შიდა სამზარეულოზე ალაპარაკდა

თარიღი : 15-10-2022, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი თამარ მინაძე პარტიიდან წევრისა და ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ნინა ჩიკვაშვილის გარიცხვის ფაქტს ეხმიანება.

როგორც პარტიის ხელმძღვანელობამ ბრიფინგზე განაცხადა, ჩიკვაშვილს სუსი აშანტაჟებდა.

“ხელისუფლების მხრიდან იყო შემდეგი შემოთავაზება, რომ ნინო ჩიკვაშვილი უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენილიყო საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად. სანაცვლოდ „ოცნება“ მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით დამატებითი შესაძლებლობის არხების გახსნას სთავაზობდა,”-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მოგვიანებით განცხადებას თავად ჩიკვაშვილი გამოეხმაურა და ყოფილი თანაპარტიელები მორალისა და ღირსებისგან დაცლილად მოიხსენია.

“მეგობრებო, ძალიან არ მინდოდა ამ უსიამოვნო ფაქტზე დამეწერა, მაგრამ კომენტარებში რასაც ვხედავ, და იმდენი მეკითხებით ცალ-ცალკე სჯობს სრული სიმართლე იცოდეს ყველამ…რა მოხდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: “ქართულ ოცნებას” შესვლის დღიდან დღემდე ჰყავს უმრავლესობა, რომელთა ყველა წევრი ისე ჰყავს "მიბმული, დაბმული, ნაწილი მათგანი მართლაც არიან გულანთებული, პარტიის ერთგულები" რომ არ შექმნიათ დღემდე და არც შეექმნებათ პრობლემა.

“ნაციონალები”-ს მხარეს კიდევ არის ნაკლები რაოდენობა, გამოაკლდათ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ობიექტური მიზეზის გამო ვერ დაბრუნდება ალბად საქართველოში ამ ეტაპზე, ამიტომ აუცილებლად დაჭირდებათ იქ ახალი წევრის არჩევა და რათქმაუნდა დღევანდელი "დაუსჯელობის სინდრომის" და არასამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობებში კვლავ შევა ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი...

“სტრატეგია აღმაშენებელი” ერთი წევრით არის წარმოდგენილი. ჰოდა რომელიმე პარტიის წევრის მანდატი დამატებით არცერთ პარტიას არაფერს არ შეუცვლის და არანაირი ღირებული ფასი მათთვის არ აქვს, გარდა იმისა, რომ ყველას ეცოდინება ეს არის კადრი რომელმაც გუნდი დატოვა და რაც მთავარია, გააკეთა არასწორი განცხადება…

რაც შეეხება პარტია "საქართველოსთვის" წევრობიდან გასვლას, აქაც არაფერი არ იცვლება აბსოლუტურად, რადგან ელეონორა არჩაია იყო არის და იქნება ის ღირსეული წარმომადგენელი, როგორიც შეეფერება ბატონ გიორგი გახარიას, ჰყავდეს დახვეწილი, იტელექტუალი, კეთილსინდისიერი, სუფთა წარსულის და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული კადრი!!! ორი წევრი იქნება, სამი თუ ერთი, არაფერს შეცვლიდა ეს, რადგან ჩვენი პარტიის მიზანი არის არა საკრებულოს საკითხების განზრახ ჩავარდნა და საქმიანობაში ხელის შეშლა, არამედ რაც შეიძლება მეტი სიკეთის და სასარგებლო საქმის კეთება კოლეგებთან ერთად. მიმაჩნია რომ ჩვენმა წევრმა ყველა კეთილსინდისიერ, ხალხისთვის სასარგებლო პროექტს დაუჭიროს მხარი და პირიქით სადაც აშავებენ ხმა ამოიღოს და შეეწინააღმდეგოს.

საკრებულოს ყველა წევრს მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, ხალხმა გამოგიცხადათ ნდობა, ამიტომ ყველა წევრი ვალდებულია იმ ამომრჩევლის ნდობა გაამართლოს ვინც ხმა მისცა!!! ამას აკეთებს ელეონორა საკრებულოში შესვლის დღიდან 2017 წლიდან დღემდე, არის მხოლოდ ხალხის სამსახურში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ყველაზე კარგად იცის მისი სატელეფონო საუბრების მოსმენიდან თუ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რამდენ მის თუ არამის ამომრჩეველ მოქალაქეს ეხმარება პრობლემების მოგავრებაში საკუთარი ფინანსური თუ ადამიანური რესურსით უანგაროდ, არაფრის მოლოდინის სანაცვლოდ. ასე რომ ჩვენთვის არაფერი შეიცვალა, გარდა იმის რომ ძალიან მტკივნეული და საწყენია ადამიანური იმედგაცრუება. არაფერში რომ არ გჭირდებოდათ მისი მანდატი, ნინო ჩიკვაშვილს გაუკეთეთ ბოროტება, მორალურად, ავტორიტეტულად, დაანგრიეთ, მოკალით პოლიტიკურად ადამიანი, რომელსაც გარკვეული წლების მერე მიხვდება სრულად.

ნინო ჩიკვაშვილი თავიდანვე სიაში ჩასმამდე უკვე იყო წნეხის ქვეშ, ჩვენ შევხვდით ქუთაისის ოფისში და ვუთხარით რომ უარი ეთქვა სიაში ყოფნაზე, თუ აუცილებლად პოლიტიკაში უნდოდა მოესინჯა თავისი შესაძლებლობები წასულიყო მაჟორიტარ დეპუტატად სადაც მან მართლა მრავალი თაობა აღზარდა სკოლაში და სადაც ამასთანავე ცხოვრობდა ათეული წლები. ნინო ამაზე დაგვთანხმდა დიდი სიხარულით, თუმცა მისი რეკომენდატორის დაჟინებული მოთხოვნით დარჩა სიაში და ეხლა ჩემთვის ყველაფერი ცხადია, რა იყო ჩაფიქრებული... ნინომ არჩევნების პერიოდშივე დაგვიფიქსირა, რომ ვერსად გამოჩნდებოდა დიდი ფინანსურ მახინაციას "ტენიდნენ" მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, ასევე ფინანსური შევიდა მის სკოლაში ზუსტად იმ პერიოდში ( ამოიღეთ ოფიციალური ფაქტები, და მიხვდებით), მეუღლესაც შეუქმნიდნენ პრობლემას და.შ. თუ გადახედავთ საარჩევნო კამპანიის ფოტო მასალას, ნინოს ალბად გამართულ ოფიციალურ 26 შეხვედრიდან ( ამომრჩევლთან კარდაკარის პროექტებს არ ვგულისხმობ) 2 შეხვედრაზე იყო, საკრებულოს სხდომებსაც თუ ამოვიღებთ მასალებს იქაც რამდენიმეზეა...ერთადერთი მიზეზის გამო აბულინგებდნენ და აშანტაჟებდნენ და არავითარი “პარტიის სხვა რელსებზე გადაწყობა”!!!

მე მესმის მისი ადამიანურად, ჩვენ კიდევ არ ვიცით რა ფირებით ან ფაქტებით ემუქრებოდნენ, თუმცა გაუმართლებელია ის ფაქტი, როდესაც წასვლის რეალური მიზეზის გამო აყენებ შეურაცხყოფას გუნდს და ლიდერს, რომელმაც საკრებულოს წევრობის მანდატი მოგცა. ნინო არაჩვეულებრივად აკეთებს მის საქმეს, როგორც პედაგოგი და გააგრძელებს დარწმუნებული ვარ (ამიტომაც დავთანხმდით სიაში ყოფნაზე) თუმცა მთელი ცხოვრება გაყვება შავ ლაქად ის, რომ უღალატა გუნდს, წავიდა და გააკეთა არასწორი განცხადება!!! რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი ღირსებაზე და აი კონკრეტული მაგალითიც, ძალიან საწყენია…

ქუთაისის ორი მანდატი (ვინც ქუთაისის ამომრჩევლის სპეციფიკა და ხასიათი იცის მიხვდება) სრულიად ნოლი ბიუჯეტით, საშინელი ზეწოლების, მუქარების, უამრავი ჩანერგილი-მოგზავნილი “კეთილისმსურველების” ფონზე მოვიპოვეთ რამდენიმე ადამიანმა უანგაროდ, სწორი სტრატეგიით, დაუღალავი შრომით და ძალიან დიდი ზურგის ქარით რასაც ქვია “გიორგი გახარია”!!! ვაჩვენეთ მაგალითი როგორ შეიძლება ჩაატარო საარჩევნო კამპანია ინტრიგების, უღირსობის, ბინძური საქციელის, ზეწოლების გარეშე, შეხვიდე საკრებულოში მესამე პარტიად, იმ ფონზე როდესაც ერთ პერიოდში მოუწია პარტიის შექმნაც და არასამართლიან გარემოს მქონე არჩევნებში მონაწილეობაც!!! ბოდიში იმ ხალხთან ვინც ადგ. თვითმმართველობის არჩევნებით ელოდით გიორგი გახარიას ხელისუფლებაში მოსვლას და თბილ სკამებზე მოკალათებას!!! ამას ჩვენი პარტია გააკეთებს ცივილურად, დემოკრატიულად არჩევნებში მონაწილეობის გზით ეტაპობრივად!!! ასე რომ ვისაც ნებისყოფა და სწორი პოლიტიკური ანალიზის გაკეთების უნარი არ გაქვთ “ვისაც გვჯერა გაგვატარეთ” და გვიყურეთ როგორ გავიზრდებით არჩევნებიდან არჩევნებამდე, როგორ მივალთ საბოლოო მიზნამდე. ამას რომ დრო სჭირდება და ამ დროში ლუსტრაცია ხდება უმეტესი კადრის ეს მახარებს!!! გიორგი გახარია აუცილებლად შეძლებს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლაში მიზნამდე მისვლას!!! მას საკმარისად ბევრი ღირსეული, ერთგული და ეროვნულად მოაზროვნე კადრი ყავს გვერდით!!,”-წერს თამარ მინაშვილი.


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი