Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა

თარიღი : 5-10-2022, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდა.

მერის გადაწყვეტილებით, 6 ამაგდარ პედაგოგს პერსონალური სამკერდე ნიშანი, ხოლო წლის საუკეთესო პედაგოგებს, ქალაქის სხვადასხვა სკოლებიდან, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

"მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს! ტრადიციულად აღვნიშნეთ ეს დღე და ქუთაისის სკოლების ათეულობით გამორჩეულ მასწავლებელს შეხვედრა მოვუწყვეთ.

საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი ხანგრძლივი და განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები გადავეცით 6 ამაგდარ პედაგოგს, ასევე დავაჯილდოეთ წლის საუკეთესო პედაგოგები. ვისაუბრეთ წარმატებებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ერთად და ღირსეულად დავძლევთ.

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს ამ მუხლჩაუხრელი შრომისთვის. მათ ყოველთვის ექნებათ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის კულტურის სახლში მასწავლებელთა დღე აღნიშნეს.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრას საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების და
ქუთაისის მერი შოთა მურღულია პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

ამინდი