Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ შქმერის მოსახლეობა კვლავ დახმარებას ითხოვს-რა ხდება სოფელში?

თარიღი : 4-10-2022, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის სოფელ შქმერის მოსახლეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს და ონის მერს სერგი ხიდეშელს მოსახლეობის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, სოფელ შქმერში, „სხალთის" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა, ეგრეთწოდებული ჭაბურღილი გამოჩნდა, რომელიც მიწას ბურღავდა. მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მანგანუმის მოპოვების წინა პერიოდში ტარდება იმის შესასწავლად, თუ რა დონეზეა მიწაში მადანი.

“ჩვენი სოფლის გამგებლის ჩართულობით, მყისვე მოვახდინეთ რეაგირება და ვაცნობეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული ფაქტი, იმისათვის, რომ მათ აღეკვეთათ ეს ვანდალიზმი.

გარემოს დაცვის წარმომადგენლები, სოფელ შქმერის გამგებელი და სოფლის მოსახლეობა მივედით კონკრეტულ ადგილზე, „სხალთაზე," სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები.

გარემოს დაცვის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვაზე, თუ რა ტიპის სამუშაოებს ახორციელებდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, პასუხი იყო შემდეგი, რომ კოტეჯების დადგმისთვის ამოწმებდნენ ნიადაგს.

ახსნა - განმარტება ჩამოერთვათ კომპანიის წარმომადგენლებს და სამუშაოები აღიკვეთა, შეჩერდა.

10 დღის განმავლობაში დაველოდებით პასუხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ამ ვანდალურ ქმედებაზე, რომელიც შეფუთულია კოტეჯების დადგმის სურვილით,”-ამბობს მოსახლეობა.

სოფელ შქმერის მოსახლეობა სოფელში მანგანუმის მოპოვების დაწყებას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები სოფელში ტურიზმის განვითარებას ემხრობიან.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი