Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა იდეა აქვს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ქალაქიდან ‘ტვინების გადინების’ პროცესის შესაჩერებლად?

თარიღი : 29-09-2022, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქალაქიდან “ტვინების გადინების” პროცესის შეჩერების ინიციატივით გამოდის.

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია ამბობს, რომ
ქუთაისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

“პროგრამა წაახალისებს ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის მმართველობის პროცესში. საშუალებას მისცემს ახლოდან გაეცნონ მუნიციპალური უწყებების მუშაობის ნიუანსებს და ამასთან, საკუთარი წვლილი შეიტანონ მასში.

პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ქალაქიდან ე.წ “ტვინების გადინების” პრობლემის გადაჭრას. რადგან ქალაქში გაჩნდება დასაქმებისა და პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა.

იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები მხარს დაუჭერენ წამოყენებულ ინიციატივას და ხელს შეუწყობენ ქუთაისელი ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას,”-ამბობს არჩაია.


ნანახია: 345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.

ამინდი