Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

თარიღი : 26-09-2022, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ინიციტივით, გაიხსნა გამოფენა, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ქუთაისი ამაყობს, რომ აქ დაიბადა ისეთი გენიალური მხატვარი, როგორიც პეტრე ოცხელია. მისმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო. დღეს პირველად გვეძლევა საშუალება, ერთად თავმოყრილი ვიხილოთ პეტრე ოცხელის 100-მდე ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლეს და პირადად ბატონ გიორგი კალანდიას.

ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ეს საინტერესო ექსპოზიცია,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, გალერეის კედელზე პეტრე ოცხელის ცნობილი ნახატის „მფრინავი მღებავის“ მანათობელი ილუსტრაცია განთავსდა.

პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცენდენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს

ამინდი