Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლას პატრიოტი სკოლის ტიტული მიენიჭა

თარიღი : 26-09-2022, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოში საერთაშორისო - საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელის’’ ფარგლებში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ოტია იოსელიანის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, საბერძნეთიდან ორი ემიგრანტი მოსწავლე: ლილე და თევდორე მასურაძეები მიიღო.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, პატრიოტი დიასპორელის სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება: მშობელ მიწაში მიდგას ფესვები”. დიასპორელ ბავშვებს გადაეცათ პატრიოტი დიასპორელის სერთიფიკატები, ხოლო ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლას - პატრიოტი სკოლის ტიტული.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე გამოვიდა ინიციატივით, მომავალში დააფინანსოს 4 პატრიოტი დიასპორელის მგზავრობა საქართველოში.

პროექტის „პატრიოტი დიასპორელის” მიზანია დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე, უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს და შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გია შარაბიძე ვიცე-მერის პოსტს დიმიტრი კოპალიანის მერობის პერიოდში იკავებდა.
ოტია იოსელიანის დაბადებიდან 87-ე წელთან დაკავშირებით, წყალტუბოში, მწერლის ეზოში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ამინდი