Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გამოფენაზე დასწრება ქუთაისისა და იმერეთისათვის სერიოზული განაცხადია,’-პარიზში იმერეთის ტურისტულ ადგილებს პოპულარიზაციას უწევენ

თარიღი : 23-09-2022, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარიზში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, IFTM Top Resa საუკეთესო პლატფორმაა ახალი ტურისტული ტენდენციების გასაცნობად და მასზე დასწრება ქუთაისისა და იმერეთისათვის სერიოზული განაცხადია.

“ეს არის ტურისტული ინდუსტრიის ერთგვარი თავყრილობა, ტურზმსა და მოგზაურობაზე მიძღვნილი მრავალსეგმენტური და მრავალმიზნობრივი გამოფენა რომელიც ტურიზმის ყველა სფეროს მოიცავს. მას საფუძველი 1979 წელს ჩაეყარა ქალაქ დოვილში. 2008 წელს კი პარიზში გადმოინაცვლა კიდევ უფრო გავრცობილი ინტერესებით. იგი საუკეთესო პლატფორმაა ახალი ტურისტული ტენდენციების გასაცნობად და მასზე დასწრება ქუთაისისა და იმერეთისათვის სერიოზული განაცხადია,”-ამბობს DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე.

გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და DMO სამცხე- ჯავახეთის წარმომადგენლები ესწრებიან.


ნანახია: 102-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
რუსეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და დირექტორები ქუთაისისა და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

ამინდი