Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს

თარიღი : 23-09-2022, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

დეპარტამენტის ცნობით, ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული.

ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.


ნანახია: 68-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამის განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკეთებს.
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.
წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი კანონდამრღვევებს ჯარიმებით ემუქრება.

ამინდი