Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისში გრძელდება საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები”

თარიღი : 23-09-2022, 20:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სექტემბრის ბოლო დღეებში ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლებს.
24 სექტემბერს მეორედ აიღებს სტარტს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.

26 სექტემბერს, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლის ინიციტივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ერთთვიანი ექსპოზიცია გაიმართება, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

„ქუთაისში გრძელდება საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. წელს მეორედ ვატარებთ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნება. ეს ფესტივალი უკვე თავს იმკვიდრებს მსოფლიო კინოფესტივალებს შორის. 6 დღის განმავლობაში ბევრი ცნობილი რეჟისორი, მსახიობი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელი გვეყოლება ქალაქში სტუმრად.

26 სექტემბერს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გაიხსნება პეტრე ოცხელის 115 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც ჩვენი საამაყო თანაქალაქელი მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ერთი თვის მანძილზე იქნება გამოფენილი.
ასე რომ, ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძებებზე ვეპატიჟებით,”-აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.


ნანახია: 126-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს

ამინდი