Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა

თარიღი : 23-09-2022, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა. წყალმა როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ქუჩაზე მდებარე სავაჭრო და სასურსათო ობიექტები დატბორა.

მოქალაქეთა ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. ნაწილის თქმით კი, ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ჩვეულებრივ ვიცურავე. ხოდა მეც რა მექნაა, უახლოეს მაღაზიაში შლოპანცები ვიყიდე. მგონი ამ გზით ცდილობენ ადგილობრივ ეკონომიკაზე”

“სასწაულები არიან. ასე ხარისხიანად როგორ აკეთებენ ყველაფერს?!”

“არ არის დასრულებული ეს გზა! თქვენ სხვა პლანეტიდან ხართ? ძნელია, ყველას გვიჭირს, მაგრამ დაუსრულებელია. როცა დასრულდება, აი მაშინ გავაკეთოდ საბოლოო დასკვნები.. მეც ველი უკეთესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვიმარაგოთ ნავები”

“რატომ ატყუილებთ ხალხს! ჯერ არ გაუხსნიათ! ეხლა სამუშაოები გაგრძელდება, ასვალტი გაიჭრება, სანიაღვრე მილებს ჩააწყობენ, მერე წყალი მაინც არ ჩავა და ე! კიდევ რომ გაჭრიან მერე ჩავა! მოინდომეს ამათმა კაი ცხოვრება!”

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებული არ არის და ქუჩა საცობების თავიდან აცილების მიზნით გაიხსნა.


ნანახია: 186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფალიაშვილის ქუჩაზე 1000 კვადრატული მეტრის ქვა აღდგება, 3700 კვადრატული მეტრის კედელი შეილესება და დაზიანებული ფანჯრები შეიცვლება.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.

ამინდი