Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა

თარიღი : 23-09-2022, 09:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისელი ექიმი ეკა რობაქიძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მედიკოსი სიმსივნეს ებრძოდა.

ეკა რობაქიძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო. ის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობდა.

ეკა რობაქიძის კოლეგები ამბობენ, რომ მასზე წარსულში საუბარი უჭირთ.

“ შპს ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკა რობაქიძის გარდაცვალების გამო. ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი, ექიმი და მოქალაქე დაკარგა … ძნელია საუბარი დღეს ეკაზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე...ის იყო ღირსეული, პროფესიონალი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყურადღებისა და თანადგომისათვის. კლინიკის თანამშრომლების სახელით ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მის მეგობრებსა და ქალაქის საზოგადოებას,”-წერია კლინიკის განცხადებაში.


ნანახია: 3478-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი