Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გრიგოლ ნარსიას ადვოკატი სასამართლოს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, 70 000-დან 100 000 ლარამდე გირაოს შესთავაზებს

თარიღი : 22-09-2022, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ბრალის წარდგენას დღეს 14:00-დან 15:00 საათამდე ელოდება.

ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით, აპირებენ სასამართლოზე გირაოს სანაცვლოდ გრიგოლ ნარსიას გათავისუფლება მოითხოვონ.

გირაოს უზრუნველყოფად ადვოკატი ბრალდებულის უძრავ ქონებას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, 70 000-დან 100 000 ლარამდე ღირს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

გრიგოლ ნარსია ბანკის ფილიალს თავს 19 სექტემბერს დაესხა. სამართალდამცავებმა 8-საათიანი ოპერატიული ღონისძიების შედეგად უსაფრთხოდ გამოიყვანეს მძევლად აყვანილი 12 პირი, რომელთა გათავისუფლებისთვის თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.


ნანახია: 327-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი