Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ამბობს გრიგოლ ნარსია, რომელიც ‘საქართველოს ბანკს’ თავს დაესხა

თარიღი : 21-09-2022, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ გრიგოლ ნარსიასთან მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. ააიპ “იურისტთა ასოციაციის” იურისტების თქმით, გრიგოლ ნარსია ნაცემია. ისინი იმაზეც საუბრობენ, რომ
ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ის ბანკში შეიჭრა, ნამდვილი არ იყო და სათამაშოს წარმოადგენდა. ამასთან, ბანკში შეჭრის მოტივად, თავდამსხმელი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

“მას შვილი ჰყავს გულის მანკით დაავადებული, რომლის სამკურნალოდ თანხა არის საჭირო. ამბობს, რომ ბანკში ამიტომ შეიჭრა. ამბობს იმასაც, რომ მძევლების აყვანას არ აპირებდა. მას სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება,”-ამბობს ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

გრიგოლ ნარსიას, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლად აყვანილი 12 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, ბრალს ხვალ წარუდგენენ.

ცნობილია, რომ ნარსია წლების წინ “საქართველოს ბანკის” დაცვის სამსახურში მუშაობდა.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი