Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

24 წლის სტუდენტმა იმერეთში სუპერმარკეტების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს დავა მოუგო

თარიღი : 21-09-2022, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქალბატონ ირმა პერანიძის თავმჯდომარეობით, პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებული ადამიანებისათვის,”-ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ირაკლი მხეიძის თქმით,სასამართლომ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მიერ 24 წლის სტუდენტი თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა, განსაზღვრა მორალური კომპენსაცია და კომპანიას თანამშრომელთან შრომის უვადო ხელშეკრულების გაფომება დაავალა. კომპანიას განაცდურის სახით ასევე 30 თვის ხელფასის გადახდა დაეკისრა.

“ეს არის სამწლიანი შრომის, ოფლის ღვრის, ბრძოლის და ეკლიანი გზის დაგვირგვინება, რომელიც GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისმა დისკრიმინაციის მსხვერპლთან ერთად გაიარა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია სასამართლო შემადგენლობის დიდი პროფესიონალიზმი, ინტერესი დეტალების მიმართ და საქმის ძირფესვიანი გამოკვლევა. ასეთი გადაწყვეტილებები ქმნიან იმედს, რომ სამართლიანობა საბოლოოდ გაიმარჯვებს,”-ამბობს ირაკლი მხეიძე.


ნანახია: 533-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ირაკლი კიკვაძის თქმით, ის ააიპიდან პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ გაათავისუფლეს და სასამართლოსთვის მიმართვის მიზანს სწორედ
გარდა ამისა, სასამართლომ კომპანიას ქეთი კიკვიძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც დაავალა.
საუბარია 2014 წლის მაის-ივნისის თვეების დავალიანებაზე.

ამინდი