Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადვოკატი ლედი ტუკვაძე: მზად ვარ ჩავენაცვლო ქალ მძევლებს

თარიღი : 20-09-2022, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
8 საათზე მეტია ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული პირების მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ღონისძიება მიმდინარეობს. შეიარაღებულმა პირმა მძევლად 12 ადამიანი აიყვანა, რომელთა გათავისუფლებისთვის ორ მილიონ დოლარს ითხოვს.

ქუთაისში იმყოფება ვახტანგ გომელაური, რომელიც მძევლების გათავისუფლების ღონისძიებას ხელმძღვანელობს. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მძევალი უკვე გათავისუფლებულია.

მძევლებს შორის არიან როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მოქალაქეები.

თავდასხმის ფაქტს ეხმიანება ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

“სტრესმა ჩემი ერთადერთი შვილი რა დღეში ჩააგდო იცით ყველამ!!! მძევლებად არიან აყვანილი ,ჩემი შვილის ტოლა გოგონები და ზუსტად ვიცი, როგორც დედამ ამას რა შეიძლება მოყვეს!!! ნებისმიერი პოლიციელის ბანკში შესვლა და მძევლების ჩანაცვლების მოთხოვნა გამოიწვევს თავდამსხმელის საშინელ აგრესიას!

შინაგან საქმეთა სამინისტრო! ეხლა უკვე საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: მზად ვარ ჩავენაცვლო ქალ მძევლებს!!!,”-წერს ადვოკატი.


ნანახია: 152-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი