Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ‘საქართველოს ბანკში’ მძარცველი შეიჭრა

თარიღი : 20-09-2022, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში - გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმა მოხდა, სავარაუდოდ შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.
პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.
პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.




ნანახია: 104-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემთხვევა ‘სიყვარულის ბაღში’ მოხდა.
opnews.com.ge მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალებს არკვევს.

ამინდი