Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ლიეტუვას ქალაქ პაბრადეს მერი სტუმრობდა

თარიღი : 20-09-2022, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს- ზ.ფალიაშვილის სახ. მემორიალურ სახლ-მუზეუმს ლიეტუვას ქალაქ პაბრადეს დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრებს შორის იყვნენ ქალაქის მერი ანა ზინგერიენე, მერის მოადგილე ვიოლეტა ჩეპუკოვა, კულტურის ცენტრის დირექტორი ლოლიტა ვილიმიენე. ასევე, ქუთაისს სტუმრობდა ქალაქ პაბრადეს კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალთა გუნდი „ჩანტაბილე“( ხელმ: სტელა მარუშკინა).სტუმრებმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ კონცერტი გამართეს.

ლიეტუვას დელეგეციის საპატივცემულოდ, სტუმრებთან ერთად მუსიკალური ნომრები გაერთიანების ფილიალებთან არსებულმა მუსიკალურმა გუნდებმა შეასრულეს.

მონაწილეები: ქუთაისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კაპელა (ხელ: ირინა ლომინაძე), ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნაი-ნაი“( ხელ: ქეთევან ბანცაძე), გელათის სასულიერო აკადემიასთან არსებული გუნდი „იადგარი“ , ანსამბლი „ბერმუხა“ და ლევან გერსამიას გუნდი.


ნანახია: 109-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება' 1-ელ ოქტომბერს 12:00 საათიდან 20:00

ამინდი