Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გერმანიიდან მოწვეული ზოგადი ქირურგი ‘კლინიკა ბომონდში’ უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

თარიღი : 19-09-2022, 22:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
20 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, “კლინიკა ბომონდში” პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, ზოგადი ქირურგი ვლადიმერ კოტიაშვილი გაუწევს.

კლინიკის ცნობით, სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტები 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ექოსკოპიასა და ლაბორატორიულ კვლევებზე.

ქირურგს საზღვარგარეთ საქმიანობის 42 წლის გამოცდილება აქვს. 22 წლის განმავლობაში ის ჯერ რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 20 წელი გერმანიის ქალაქ ემდენის საავადმყოფოში, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობდა.

ვლადიმერ კოტიაშვილის საქმიანობის სფეროს ზოგადი ქირურგია წარმოადგენს. მედიკოსი ამბობს, რომ „კლინიკა ბომონდი“-ს ქირურგიულ დეპარტამენტში შესაძლებელია ყველა ტიპის ოპერაციის ჩატარება. ადგილზე ტარდება როგორც სიმსივნური, ისე არასიმსივნური ოპერაციები. გამოცდილი სპეციალისტი ლაპარასკოპიული, ე.წ. უსისხლო ოპერაციების მასშტაბების ზრდას გეგმავს.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო კონსულტაციები 8 დეკემბერს, 'კლინიკა ბომონდში' 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
უფასო კონსულტაციის აქციაზე პაციენტებს საშუალება ექნებათ სპეციალისტისგან მიიღონ რჩევები და დანიშნულება კონკრეტულ დაავადებასთან
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.

ამინდი