Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მომავლის ჭიათურა’ ჭიათურის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

თარიღი : 19-09-2022, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
20 სექტემბერს, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჭიათურასა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს გამართავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჰაერის დაბინძურებას, ნიადაგის რღვევას და სახლების დაზიანებას იწვევს, რაც საფრთხეს უქმნის ჭიათურის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

“ცალკე გამოწვევაა მაღაროში დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობა და მათი შრომითი უსაფრთხოება. სწორედ ამ და სხვა საკითხებს დაეთმობა შეხვედრები, რის შემდეგაც მონაწილე ორგანიზაციები და აქტივისტები ადგილობრივებს კონსულტაციებს გაუწევენ და ითანამშრომლებენ მათთან,”-ნათქვამია ანონსში.

შეხვედრების ორგანიზატორები USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ არიან.


ნანახია: 106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა მომავლის ჭიათურა დააფუძნა.
მერი მოქალაქეთა მიღებას მერიის შენობის ნაცვლად, ჭიათურის სოფლებში ახორციელებს.

ამინდი