Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა

თარიღი : 19-09-2022, 15:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს პრივატიზების მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა, პირველ აუქციონზე კი, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა.

4 აგვისტოს, პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ, გამოტანილი 12 სანატორიუმით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. შედეგად 27 396 000 ლარად შეფასებული ქონება სანატორიუმები: „უშიშროება“, „წყალტუბო“, „სამგურალი“, „სავანე“, „რკინიგზელი“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“ და „აია“ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ე.წ. აღორძინება 2019 წელს დააანონსა.

ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, არის ყოფილი სასტუმრო "უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია. მეორე ადგილზეა უკვე გაყიდული "მედეა", რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სანატორიუმი ცისკარის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.
ფალიაშვილის ქუჩაზე 1000 კვადრატული მეტრის ქვა აღდგება, 3700 კვადრატული მეტრის კედელი შეილესება და დაზიანებული ფანჯრები შეიცვლება.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.

ამინდი