Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საგანგებო სიტუაციის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ეფექტურ მოქმედებაზე რაჭაში ინსცენირებული სიტუაციური სწავლება გაიმართა

თარიღი : 19-09-2022, 10:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
17-18 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული გვარდიის ინიციატივით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებათაშორისო სწავლება “რაჭა 2022” გაიმართა.

სასწავლო პროცესში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ონის მუნიციპალიტეტი, ააიპ “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“, ააიპ “ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეორიული და სიტუაციური სწავლება ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაატარეს.

თეორიული სწავლებისას სპეციალისტებმა ისაუბრეს რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, საგანგებო სიტუაციებში მუნიციპალიტეტის მხარდამჭერი ღონისძიებებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ეროვნული გვარდიის მნიშვნელობაზე.

ინსცენირებული სიტუაციური სწავლება ღარის ადმინისტრაციულ ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციის ზონაში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელებას წარმოადგენდა.


ნანახია: 140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების სამსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან რაიმე შეტყობინება არ შესულა.
ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახეს.
პროექტისთვის იაპონიის საელჩოს დაფინანსება 99 733 აშშ დოლარს შეადგენს.

ამინდი