Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბალეტი მღვიმეში-უჩვეულო სანახაობა ჭიათურაში

თარიღი : 19-09-2022, 09:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ტურისტული ფესტივალის Adventure 2022-ი ფარგლებში, ჭიათურაში, “კოტიას მღვიმეში“ უჩვეულო სანახაობა გაიმართა.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა ( სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე) სპექტაკლი “დოვინ დოვენ დოვლი” წარმოადინა.

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე შექმნილმა ორიგინალურმა სპექტაკლმა, სადაც პოეზია და ქორეოგრაფია მუსიკის გარეშე იყო წარმოდგენილი, დამსწრეებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

სპექტაკლს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კოორდინატორი ჯემალ ხარაიშვილი დაესწრნენ.

ჭიათურის ტურისტული ფესტივალი, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, "ჯორჯიან მანგანეზი"-ს ინიციატივით იმართება.


ნანახია: 126-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი