Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, ორი თვის წინ გაუჩინარებული მამაკაცი ხევში გადაჩეხილი იპოვეს

თარიღი : 18-09-2022, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, დაახლოებით ორი თვის წინ გაუჩინარებული გიგა ნადირაძის ცხედარი სოფელ გამოჩინებულში, ხრამში გადაჩეხილი იპოვეს.

51 წლის მამაკაცის ცხედარი სოფლის მკვიდრმა იპოვა. მისი იდენტიფიცირება მამაკაცის ზურგჩანთაში აღმოჩენილი პირადობის მოწმობით მოხდა.

გარდაცვლილი ადგილობრივ ტელეკომპანია “ზარში” წლების განმავლობაში წამყვანი ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, გიგა ნადირაძის კვალი 24 ივლისიდან დაიკარგა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. 4 აგვისტოს კი ტელეფონი გაითიშა. სოციალურ ქსელში ბოლოს ის 21 ივლისს იყო დაფიქსირებული.


ნანახია: 265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში, სოფელ მელაურის ტყეში 46 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
კაცს მთელი ღამის განმავლობაში ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებდნენ.
მამაკაცი 24 მაისს, საღამოს 20:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილის ცხედარი ხევში გადაჩეხილი აღმოაჩინა.
ქუთაისში, ბაგარატის ტაძარში, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ამინდი