Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები მიმდინარე წელს გაიხსნება, ხოლო 52 კმ-იანი გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება”

თარიღი : 18-09-2022, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები მიმდინარე წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, 97 ხიდიდან სამუშაოები 90 ხიდზე მიმდინარეობს. 51 გვირაბიდან კი, ყველაზე.

“32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის ოთხ მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს,სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.

ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით, გვაქვს ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთული პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა უპრეცედენტო, არამედ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო მასშტაბითაც,”-ამბობს მინისტრი.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი