Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ იყო თავადი ალექსი წერეთელი, რომლის სახელი სოფელს დაარქვეს

თარიღი : 13-09-2022, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დიდი მგოსნის ბიძაშვილი ალექსი წერეთელი 1848 წელს დაიბადა, რუსეთში პენზის გუბერნიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს იკვლევდა თურქეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხებისა და ტერიტორიების საკითხებს. სწავლა გააგრძელა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. ალექსი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, 1873 წელს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად. თავადი ალექსი წერეთელი ბულგარეთს 1876 წლიდან იცავდა.
https://i.postimg.cc/76tRdxdx/4-FF3-B338-CEB8-4-E43-8-A80-10957964-E69-E.jpg
თურქების მიერ აპრილის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი იმ დიპლომატიური მისიის წევრი გახდა, რომელსაც ოსმალების მიერ ჩადენილი მხეცობის გამოძიება დაევალა. ალექსი წერეთელმა კარგად იცოდა სამხედრო საქმეები და აგრეთვე ტოპოგრაფიაც, აქიურად ჩაერთო ბულგარეთის მიწების განთავისუფლებაში.

თავადმა წერეთელმა მონაწილეობა მიიღო სან-სტეფანოს ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში, რითაც დიდი როლი შეასრულა ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცებული ქართული მიწების ისტორიული სამშობლოსათვის დაბრუნებაში. მუშაობდა ბულგარეთის ავტონომიის სტატუსის შემუშავებაში, ამერიკელ დიპლომატ იუჯინ სკაილერთან ერთად. თურქეთთან დაზავების შემდეგ ალექსი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

1878 წლის 24 აგვისტოს იგი პლოვდივში რუსეთის იმპერიის გენერალურ კონსულად დაინიშნა, სადაც 1882 წლამდე მუშაობდა. 1883 წელს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტამბოვის ოლქის სოფელ ლიპიაგში. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში არის თავად ალექსი წერეთლის ქუჩა, აგრეთვე  პლოვდივის ოლქში არის სოფელი წერეთელევო, სიედინენიეს თემში, სადაც ცხოვრობს 356 ადამიანი.

სოფელს ძველად დუმანლი ერქვა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიმართეს მეფე ბორისს თხოვნით სოფლისათვის ქართველი თავადისა და დიპლომატის, სახელი ეწოდებინათ სოფლისთვის.  1930 წლიდან სოფელი წერეთელევოს სახელს ატარებს.

მასალა მოამზადა თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა


ნანახია: 381-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისის მერობის კანდიდატად ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმედა გოგავა 'ქამრების შემოჭერის' პოლიტიკის თავისებურებების შესახებ წერს.

ამინდი