Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ადექით, გაინძერით და მართლა იბრძოლეთ ჭიათურის გადარჩენისთვის”

თარიღი : 3-09-2022, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”-ს დამფუძნებელი ნოდარ ჩაჩანიძე ჭიათურის ხელისუფლებას აკრიტიკებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიმართავს. ჩაჩანიძე ადგილობრივებს ჭიათურის გადარჩენისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“ჭიათურელებო!

თუ არ გჯერათ, რომ ჩვენი სოფლები შეგვიძლია სრულ განადგურებას გადავარჩინოთ;

თუ არ გჯერათ, რომ მდინარე ყვირილა შეიძლება გაიწმინდოს;

თუ არ გჯერათ, რომ შეგვიძლია ახალი საფეხბურთო სტადიონი ავაშენოთ;

თუ არ გჯერათ, რომ ჭიათურაში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველი არ უნდა იყოს;

თუ არ გჯერათ, რომ შეგვიძლია შევქმნათ ახალი დასაქმების ადგილები...

და თუ კმაყოფილები იქნებით მხოლოდ შადრევნებით, სკვერებით, კარუსელებით და საკურას ხეებით, იცოდეთ, რომ რეალურად აქ არასდროს არაფერი შეიცვლება...

თუ ვერ ხვდებით რომ ცენტრალური ხელისუფლება და "ჯორჯიან მანგანეზი" სამარცხვინოდ ევაჭრებიან ქალაქს, საიდანაც ასეულობით მილიონი გააქვთ ყოველწლიურად, მაშინ წარმოდგენა არ გქონიათ როგორ იმართება ჩვენი მუნიციპალიტეტი...

როგორც გავიგე, ჭიათურის საფეხბურთო კლუბმა შესაძლოა უსახსრობის გამო არსებობა შეწყვიტოს... მართლა სამარცხვინო ამბავია ეს! და სირცხვილი იმ ხალხს, ვინც ამ ხელისუფლებას ტაშს უკრავთ ყველა ფასადურ პროექტზე და ხმას არ იღებთ ამდენ უბედურებაზე... თქვენ რეალურად ემსახურებით იმას, რომ ეს ქალაქი დაიცალოს, რომ ყველა, თქვენი შვილები და შვილიშვილები აქედან წავიდნენ და არასდროს გაუჩნდეთ დაბრუნების სურვილი...

ადექით, გაინძერით და მართლა იბრძოლეთ ჭიათურის გადარჩენისთვის! და იცოდეთ, რომ არავინ გააკეთებს თქვენს მაგივრად თქვენს გასაკეთებელს!,”-ნათქვამია მიმართვაში.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა მომავლის ჭიათურა დააფუძნა.
გჯერათ თუ არა დაპირების, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება?
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჭიათურისათვის ახალი სამედიცინო ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს.

ამინდი