Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“წლის ბოლომდე ქუთაისში 5 ახალი სპორტული არენა გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქუთაისელი ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებს”

თარიღი : 17-08-2022, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად, ქალაქის სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით მინდვრის ჰოკეის და კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსდება.

მინდვრის ჰოკეის მოედნის მშენებლობა ნიკეას ქუჩაზე მიმდინარეობს. ადგილზე მოეწყობა ბალახის სათამაშო მოედანი, ტრიბუნები, გასახდელი, განათების და სარწყავი სისტემები. პროექტის ღირებულება 827 953 ლარია.

კუპრაძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ დარბაზში საცოცი კედელი კეთდება. მოპირკეთებული საცოცი კედელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდება და აღნიშნულ დარბაზში სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მომზადებასაც შეძლებენ. პროექტის ღირებულება 674 463 ლარს შეადგენს.

“რამდენიმე სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალგაზრდობის გამზირზე „მასტერ ლიგის“ სტადიონი კეთდება, შვიდკაცა ფეხბურთისთვის. საფეხბურთო მოედნის, ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები
464 000 ლარი დაჯდება.

ტიპიური სპორტული მოედანი ეწყობა ჩეჩელაშვილის ქუჩაზე. ხელოვნურსაფარიან სტადიონზე კალათბურთის და ფრენბურთის მოყვარულები შეძლებენ თამაშს. პროექტის ღირებულებაა 81 990 ლარი,”-აცხადებენ ქალაქის მერიაში.

„ქუთაისის სპორტული ტრადიციების გათვალისწინებით და მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ქალაქში ერთდროულად რამდენიმე სპორტულ ობიექტზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. წლის ბოლომდე ქუთაისში 5 ახალი სპორტული არენა გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქუთაისელი ახალგაზრდების სპორტულ მიღწევებს,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი