Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

50 000 დოლარიანი მანქანა და მიწები-წყალტუბოს მერის ქონება

თარიღი : 17-08-2022, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ამჯერად წყალტუბოს მერის, გენად ბალანჩივაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

მერმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის 20 იანვარს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მერი და მისი მეუღლე-ეკატერინე ფულარიანი-ბალანჩივაძე საცხოვრებელ სახლებს და მიწის ნაკვეთებს ფლობენ. კერძოდ, გენად ბალანჩივაძის მფლობელობაშია ორი მიწის ნაკვეთი სოფელ გუმბრაში და ერთი სოფელ ბანოჯაში. მერი ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს სოფელ ბანოჯაში. ეკატერინე ფულარიანი-ბალანჩივაძის სახელზეა თბილისში მდებარე ბინა.

გენად ბალანჩივაძე ასევე ფლობს მსუბუქ ავტომობილ „ტოიოტა ლენდკრუიზერს“, რომლის შესაძენად 2019 წელს ბალანჩივაძემ 50 000 დოლარი გადაიხადა.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, წყალტუბოს მერი შპს „იმედი 2020“-ს დირექტორის პოზიციას იკავებს. შპს წყალტუბოს სოფელ გეგუთში მდებარეობს.

ამინდი