Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიწები და საცხოვრებელი სახლები-რა ქონებას ფლობს საჩხერის მერი

თარიღი : 17-08-2022, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის მერმა ლევან ივანაშვილმა ქონებრივი დეკლრაცია 2021 წლის 7 სექტემბერს, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის დროს შეავსო.

ლევან ივანაშვილს მეუღლე, ხათუნა ნადირაძე და ორი შვილი ჰყავს. დეკლარაციაში მას ასევე მითითებული ჰყავს მშობლები.

დეკლარაციის მიხედვით, მერის მეუღლე თბილისში ფლობს საცხოვრებელ ბინას, რომელიც 2019 წელს აქვს შეძენილი, ხოლო ლევან ივანაშვილის საკუთრებაშია სოფელ ჭორვილაში მდებარე მიწის 5 ნაკვეთი. პირველი ნაკვეთის შემთხვევაში, მერი ასპროცენტიანი წილის მფლობელია, დანარჩენი 4 ნაკვეთის 25-25 პროცენტიან წილებს ფლობს.

გარდა ამისა, ლევან ივანაშვილის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი თბილისში და საჩხერის სოფელ ჭურნალში მდებარე, მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის 25-პროცენტიანი წილი.

საჩხერის მერი ასევე ფლობს მსუბუქ ავტომობილ „სუზუკი გრანდ ვიტარა“-ს, რომელიც 2008 წელს, 9 200 დოლარად აქვს შეძენილი.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი