Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონელმა ძალოსანმა გოგონამ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მოიპოვა

თარიღი : 17-08-2022, 10:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემმპიონატზე საქართველოს ნაკრების ბოლო მონაწილემ მარიამ მურღვლიანმა ატაცში 84/88/90 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ძალოსანმა აკვრაში 106/111/114 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 204 კილოგრამითაც.

მურღვლიანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ორი რეკორდის დამყარება შეძლო, თავდაპირველად 1, შემდეგ კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნიოდა. ასევე რეკორდული იყო ორჭიდიც, რომელიც 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი -თემურ ჯანჯღავა;

მურღვლიანის პირადი მწვრთნელი- აკაკი კაკაბაძე.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.

ამინდი