Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისსა და ნანჩანგს (ჩინეთი) შორის დამეგობრების შეთანხმებას მოეწერა ხელი

თარიღი : 15-08-2022, 18:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ნანჩანგის მერმა ვან გუანმინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანს ორ ქალაქს შორის ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მეგობრული თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ჩინეთის ქალაქ ნანჩანგთან დამეგობრების მემორანდუმს. ნანჩანგი, ისევე როგორც ქუთაისი, უძველესი ქალაქია. სხვაც ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის ის, რომ ნანჩანგიც ვითარდება, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი. 2015 წელს დავიწყეთ ურთიერთობა ნანჩანგთან და დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი დამეგობრება.

ჩვენი მიზანია ორ ქალაქს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის და ტურიზმის სფეროებში,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.


ნანახია: 173-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქ სომბატჰეის მუნიციპალიტეტისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოები უზრუნველყოფენ
მემორანდუმს ხელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და რუჟიენის მუნიციპალიტეტის მერმა გუნთის გლადკინსკიმ
ქუთაისში ჩინეთის შანდონგის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა.

ამინდი