Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ივანე ჩხაიძე - შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას ვირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს

თარიღი : 15-08-2022, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები.

„კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან შედარებით შემცირებულია. თუ გადავხედავთ ევროპის ქვეყნების სტატისტიკას, ეს ტალღა, შეგვიძლია შევაფასოთ როგორც „მეშვიდე ტალღა“, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდება. თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია.

ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.

ამინდი