Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გზის აღნიშნული მონაკვეთი განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობისგან, მოწესრიგდება სატრანსპორტი ნაკადების მართვა და ქვეითების გადაადგილების პროცესი,’-რა იცვლება ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან?

თარიღი : 15-08-2022, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი სრულდება.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადების მართვას და ქვეითთა გადაადგილებას.

“ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გზის აღნიშნული მონაკვეთი განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობისგან, მოწესრიგდება სატრანსპორტი ნაკადების მართვა და ქვეითების გადაადგილების პროცესი.

უსაფრთხოების კუნძულებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი შუქნიშნები“ აღჭურვილია ვიდეოდეტექტორებით, რომლებიც ავტომატურად, ნაკადების ოპტიმალური რეჟიმის შესაბამისად მართავს შუქნიშნის ფაზების ხანგრძლივობას,”-განუცხადეს topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიაში.


ნანახია: 283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ამინდი