Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი ‘ილო’ გაიხსნა

თარიღი : 15-08-2022, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი "ილო" გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო თანაორგანიზატორს კომპანია „ოქროს პეპელა“ წარმოადგენს.

ღონისძიება გალერეა "ილოს" პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ფოტო-კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

"ქუთაისი მეთექვსმეტედ მასპინძლობს ფოტო-კონკურსს "ილოს", რომელიც უკვე საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის სტატუსით იმართება. ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები ყველა ქუთაისელის ოჯახშია. ილო იყო ქუთაისის ნამდვილი მემატიანე და ქალაქმაც სათანადო პატივი მიაგო მის ხსოვნას. წელს ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება. კონკურსის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. წინ სამი საინტერესო დღე გველოდება,”-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ღონისძიება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“ ტარდება. კინო-თეატრ "საქართველოში" გაიხსნა საკონკურსო ფოტოების გამოფენა და გაიმართა ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო.

ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში; საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი ( ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები); დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.
საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.

ამინდი